ფინეთში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა | Allnews.Ge

ფინეთში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა

გუშინ ფინეთში ქალაქ ტურკუში ცივი იარაღის გამოყენებით თავდასხმის გამოძიება ტერაქტის მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიცია ავრცელებს.

"მომხდარის გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე მომხდარი კვალიფიცირებულია როგორც ტერორიზმის მიზნებით ჩადენილი მკვლელობა", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციამ ასევე დაადგინა თავდამსხმელის ვინაობა. ის 18 წლის მაროკოელია.

გუშინ, ფინეთში, ქალაქ ტურკუში მომხდარი ცივი იარაღის გამოყენებით თავდასხმის შედეგად შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, ექვსმა კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

myquiz