მაიკ პენსი -აშშ ვენესუელაზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს | Allnews.Ge

მაიკ პენსი -აშშ ვენესუელაზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, თუმცა იმედოვნებს, რომ სიტუაცია მშვიდობიანი გზით მოგვარდება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი ვენესუელაში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბევრი ვარიანტი აქვს.

"ვენესუელასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი დარწმუნებულია, რომ ლათინურ ამერიკაში ჩვენ მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ საკითხის მშვიდობიან გადაჭრას",- განაცხადა პენსმა.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სანტოსთან ნიკოლას მადუროს მთავრობაზე გავლენის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

"მე და პრეზიდენტმა სანტოსმა დამატებითი ზომები განვიხილეთ, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას ვენესუელის რეჟიმზე ეკონომიკური გავლენის განსახორციელებლად", - დასძინა მან.

თავის მხრივ, კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა აღნიშნა, რომ "ვენესუელაში სამხედრო ჩარევა მიუღებელი იქნება ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნისთვის".

myquiz