ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 36 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ჩინეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 36 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში, შენსის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 კი დაშავდა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.

დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

წინასწარი მონაცემებით, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო, სამგზავრო ავტობუსი გვირაბში შესვლისას კედელს შეეჯახა.

myquiz