სტამბოლის პროკურატურამ 35 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა
სტამბოლის პროკურატურამ 35 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა. როგორც გამოცემა Hurriyet იუწყება, მათ ბრალად ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირები ედებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები პროგრამა ByLock-ს იყენებდნენ, რომლითაც გამოძიების ვერსიით, გადატრიალების მცდელობის ღამეს დაშიფრული მესიჯების გაცვლა ხდებოდა.
დაკავებულებს შორის გაზეთ Birgün-ის რედაქტორი ბურაქ ექიჯია.