ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 17 დასახლებულ პუნქტსა და ტურისტულ ზონებში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 217 კი დაშავდა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება. დაშავებულთაგან 23 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სასტუმრო, რომელშიც ორიათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, ნაწილობრივ ჩამოიშალა.

მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 21:19 საათზე მოხდა. ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის შემდეგ ასზე მეტი აფთერშოკი დაფიქსირდა.

myquiz