ბოდრუმის სანაპიროსთან 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

ბოდრუმის სანაპიროსთან 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ეგეოსის ზღვის აკვატორიაში, ბოდრუმის სანაპიროსთან 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოში განაცხადეს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 10:42 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კი ბოდრუმიდან 9,09 კილომეტრში იყო.

დაშავებულების შესახებ და ნგრევაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

myquiz