პუტინის პრესსამსახური აფხაზეთში ვიზიტზე - თუ ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება | Allnews.Ge

პუტინის პრესსამსახური აფხაზეთში ვიზიტზე - თუ ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება

თუ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული, ე.ი. ის არ დასტურდება, - ასე უპასუხეს "ინტერპრესნიუსს" რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში, აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე აფხაზეთში პუტინის ვიზიტის შესახებ ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ არის განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და დე-ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შორის შეხვედრა დღეს ბიჭვინთაში უნდა გაიმართოს.

myquiz