ვენესუელაში გამართულ საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ვენესუელაში გამართულ საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში გამართულ საპროტესტო აქციებზე 11 ადამიანი დაიღუპა. სამართალდამცველებმა 100-მდე ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ვენესუელას სისხლის სამართლის ფორუმი" იუწყება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გუშინ საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციებზე შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ეროვნული გვარდიის ერთი წევრი და სამი არასრულწლოვანი.

გუშინ, ვენესუელაში საკონსტიტუციო ასამბლეას ირჩევდნენ, რომელიც შემდგომში ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლას მოახდენს. აღნიშნულს ოპოზიცია ეწინააღმდეგება, ვინაიდან, მათი აზრით, საკონსტიტუციო ასამბლეის მოწვევა რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს.

ვენესუელას საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევნებში დარეგისტრირებული ამომრჩევლების 41,53%-მა მიიღო მონაწილეობა.

myquiz