სეული ფხენიანს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს | Allnews.Ge

სეული ფხენიანს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს

ოფიციალურმა სეულმა ფხენიანს ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით, სამხედრო მოლაპარაკების გამართვა შესთავაზა.

დიალოგის განახლების იდეა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩჟე ინმა გერმანიაში ვიზიტისას წამოაყენა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლების განმარტებით, თუ ფხენიანი აღნიშნულ წინადადებას დათანხმდება, მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის არსებულ დემილიტარიზაციის ზონაში გაიმართება.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ჩრდილოეთ კორეა შეთავაზებაზე დადებით რეაგირებას მოახდენს.

კორეის ნახევარკუნძულზე არასტაბილურ ვითარებას ოფიციალური ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების პერმანენტული გამოცდა იწვევს.

ივლისის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ საკონტიტეტთაშორისო ბალისტიკური იარაღის წარმატებით გამოცდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

myquiz