დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ძალიან მკაცრად ესაუბრა რუსეთის ლიდერს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ძალიან მკაცრად ესაუბრა რუსეთის ლიდერს

დონალდ ტრამპის განცხადებით, "დიდი ოცეულის" სამიტზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ის ძალიან მკაცრად ესაუბრა რუსეთის ლიდერს.

"მე მკაცრი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაქვს. ეს ურთიერთობებია, რომლის ფარგლებში უამრავი სიცოცხლე შეიძლება იქნას გადარჩენილი, მაგალითად, როგორც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ტრამპის თქმით, იგი პირდაპირ შეეკითხა ვლადიმერ პუტინს, ჩაერია თუ არა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

"მე მას ვკითხე: "შენ ეს გააკეთე?"; მან მითხრა: "არა, არ გამიკეთებია". შემდეგ მეორეჯერ დავუსვი მას ეს კითხვა. მან კიდევ ერთხელ უარყო ეს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, დაუჯერა თუ არა მან პუტინის პასუხს, დონალდ ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა:

"საქმე ის არის, რომ რაღაცა მოხდა და უნდა გავარკვიოთ თუ რა მოხდა, ვინაიდან ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამგვარი რამე ჩვენს საარჩევნო პროცესში ხდებოდეს".

myquiz