ანტარქტიდას ლუქსემბურგზე ორჯერ დიდი აისბერგი გამოეყო | Allnews.Ge

ანტარქტიდას ლუქსემბურგზე ორჯერ დიდი აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას ისტორიაში ყველაზე დიდი აისბერგი გამოეყო. აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთში მდებარე სვონსის უნივერსიტეტი იუწყება. როგორც სააგენტო "ფრანს-პრესი" იუწყება, აისბერგის ფართობი 5 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო მისი მასა ერთი ტრილიონი ტონაა.

"აისბერგის გამოყოფა ორშაბათიდან ოთხშაბათის პერიოდის განმავლობაში მოხდა", - განაცხადეს მეცნიერებმა სვონის უნივერსიტეტში.

აისბერგის გამოყოფის მიზეზად ლარსენის შელფურ მყინვარში გაჩენილ ბზარს ასახელებენ. მყინვარის ფენა 350 მეტრს შეადგენს. მეცნიერების აზრით, აღნიშნული მყინვარი ანტარქტიდის ყველა შელფური მყინვარის გაერთიანებას უზრუნველყოფს.

სვონსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ახალი აისბერგის წარმოქმნა არ უკავშირდება გლობალურ დათბობას და მსოფლიო ოკეანეების დონის აწევას არ გამოიწვევს.

 

ერთ დღეს შესაძლოა კახელებმა ვენახით ვერ იამაყონ, აჭარაში კი ციტრუსი ვეღარ მოიყვანონ

myquiz