ლონდონში ქემდენის ცნობილი ბაზრობა დაიწვა
ლონდონში ქემდენის ცნობილი ბაზრობა დაიწვა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულსა და სახურავს მოედო.
ცეცხლის ლოკალიზებაზე 70-ზე მეტი მეხანძრე იბრძოდა. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.