ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტამდე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა | Allnews.Ge

ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტამდე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტის დაწყებამდე გამართული საპროტესტო აქცია, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

მანიფესტაციაში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, მათ შორის ანტიკაპიტალისტები და ანტიგლობალისტები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას 75 პოლიციელი დაშავდა. ექიმების ცნობით, 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მანიფესტანტებსა და ძალოვნებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა პოლიციის წინააღმდეგ ბლაგვი საგნებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს და აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

G20 ჰამბურგში დღეს გაიხსნება. ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, ქალაქს კი 20 000 -მდე პოლიციელი იცავს.

myquiz