ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა | Allnews.Ge

ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად ხუთი დეპუტატი და პარლამენტის შვიდი თანამშრომელი დაშავდა. დეპუტატების თქმით, პასუხისმგებლობა აღნიშნულ თავდასხმაზე პროსამთავრობო დაჯგუფებას ეკისრება, რომელიც ცნობილია "კოლექტივოს" სახელით.

"დაჯგუფებების შეიარაღებული წევრები თავს დაესხნენ ეროვნულ ასამბლეას იარაღითა და გაზის ყუმბარებით", - დაწერა "ტვიტერის" პირად გვერდზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა რიჩარდ ბლანკომ.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ პარლამენტზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავებს მომხადრის გამოძიებისკენ მოუწოდა.

"მე არასოდეს ვიქნები ძალადობის თანამზრახველი, მე ვგმობ ამ ძალადობას და ბრძანება გავეცი, გამოძიება ჩატარდეს. ჩემთვის მიუღებელია ძალადობა, ვინც არ უნდა იდგეს მის უკან", - განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა.

აპრილის თვიდან ვენესუელაში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციების დაწყების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს უფლებამოსილების გაფართოება და პარლამენტის ფუნქციების შემცირება მოხდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. ნიკოლას მადურომ ასევე გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო ასამბლეის შეკრებაზე, რათა რეფერენდუმის ჩატარების გარეშე კონსტიტუცია შეცვალოს.

რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შედეგად, ვენესუელაში სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1,5 ათასი ადამიანი დაშავდა.

myquiz