ბუნდესტაგმა ერთი სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონა | Allnews.Ge

ბუნდესტაგმა ერთი სქესის ადამიანების ქორწინება დააკანონა

გერმანიის პარლამენტმა, ბუნდესტაგმა ერთი სქესის ადამიანების ქორწინების შესახებ კანონი მიიღო, - იუწყება "დოიჩე ველე". აღნიშნულ კანონს 393 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 226 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ოთხმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

"ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი, რომლებიც ბუნდესტაგში უმრავლესობას წარმოადგენენ, ტრადიციისამებრ ერთი სქესის ადამიანების  ქორწინების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თუმცა, 26 ივნისს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით ყველა დეპუტატმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა პარტიული პოზიციიდან გამომდინარე.

"ჩემთვის ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია. ამიტომაც დღეს ხმა არ მიმიცია ამ კანონპროექტზე", - განაცხადა ანგელა მერკელმა კენჭისყრის შემდეგ.

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ "ბუნდესტაგის დღევანდელი გადაწყვეტილება მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის კომპონენტს შეჰმატებს გერმანიის საზოგადოების ცხოვრებას".

myquiz