რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში გონება დაკარგა | Allnews.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში გონება დაკარგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვის დროს გონება დაკარგა. ის მეჩეთში მუსლიმურ დრესასწაულზე რამზან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად მივიდა. ამის შესახებ "თურქული "სი-ენ-ენ-ი" იუწყება.

ექიმების განცხადებით, პრეზიდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის გონს მოვიდა.

"დისბალანსი შაქართან და არტერიულ წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია, მაგრამ თავს უკვე კარგად ვგრძნობ", - განაცხადა გონზე მოსვლის შემდეგ ერდოღანმა.

myquiz