მალაიზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
მალაიზიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, - იუწყება გამოცემა Straits Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა კუანტანის ავიაბაზიდან 51 კილომეტრის მოშორებით განიცადა.
დღეს მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავი, რომელიც კუანტანის ავიაბაზიდან აფრინდა, აფრენიდან ნახევარ საათში რადარებიდან გაქრა.