"მარსის" შოკოლადში სალმონელა აღმოაჩინეს | Allnews.Ge

"მარსის" შოკოლადში სალმონელა აღმოაჩინეს

საკონდიტრო გიგანტმა "მარსმა" მარკეტებიდან პროდუქციის ნაწილი ამოიღო. არსებული ინფორმაციით, მარსის შოკოლადში ბაქტერია აღმოაჩინეს.

კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, რიგითი შემოწმების დროს, მათ პროდუქციაში სალმონელა აღმოჩნდა.

სალმონელა მარსის შოკოლადის სამ სახეობაში: Galaxy-ში, Maltesers Teasers-სა და bags of Minstrels აღმოჩნდა. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ აღნიშნული პროდუქცია უკვე შეძენილი აქვთ არ შეჭამონ. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ რომ პროდუქცია ყველა მარკეტიდან გამოიტანეს, თუმცა სირთულეს პატარა ჯიხურები და "კუთხის მაღაზიები" ქმნიან.

ამ დროისთვის შოკოლადის 3 ათასი ფილაა გაყიდული.

myquiz