ბელგიის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის კორპუსში ახალი დაზიანებები აღმოაჩინეს | Allnews.Ge

ბელგიის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის კორპუსში ახალი დაზიანებები აღმოაჩინეს

ბელგიის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის კორპუსში ახალი ბზარები აღმოაჩინეს. ულტრახმოვანი გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი ახალი ბზარების საერთო რაოდენობა 70-ს აღწევს.

აღნიშნული ინფორმაცია, ბელგიის უსაფრხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა იან იამბონმა გაავრცელა. მისი თქმით, დეფექტების აღმოჩენა კვლევის ჩატარების კუთხის შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. თუმცა, ამავე დროს მინისტრი ირწმუნება , რომ ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება.

ბელგიის საინფორმაციო სააგენტო Belga-ს ინფორმაციით, 2016 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგად, რეაქტორის კორპუსის სავარაუდო დაზიანების 3149 ნიშანი იპოვეს. ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგური გერმანიის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. ოფიციალური ბერლინი მიიჩნევს, რომ ეს ატომური ელექტროსადგურები ცალსახა საფრთხის მატარებლებია. გერმანელმა პარლამენტარებმა ბელგიის ხელისუფლება მათი ექსპლუატაციაში დატოვების გამოც კი გააკრიტიკეს.

myquiz