მიანმარის თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს | Allnews.Ge

მიანმარის თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს

მიანმარის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მიანმარში რადარებიდან სამხედრო თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ გაქრა, რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი მიანმარის სამხრეთ ნაწილიდან იანგონში მიფრინავდა. მიანმარის ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

 

მიანმარში რადარებიდან თვითმფრინავი გაქრა, რომლის ბორტზეც 116 ადამიანი იმყოფებოდა

myquiz