თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა | Allnews.Ge

თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა

სამხრეთ თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. აღნიშნულის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Press TV "ტვიტერის" პირად გვერდზე იუწყება.

ირანში, იმამ რუხოლა მუსავი ხომეინის მავზოლეუმში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. არიან დაშავებულები.

ამის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, სროლის ხმა ისმის ირანის პარლამენტში, სადაც მომხდარის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანია დაშავებული.

პარლამენტის შენობაში სროლა გრძელდება, რამდენიმე ადამიანი მძევლადაა აყვანილი.

 

ირანის პარლამენტში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს

myquiz