ტურინში "იუვენტუსის" გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჭყლეტის გამო 1000-მდე ადამიანი დაშავდა | Allnews.Ge

ტურინში "იუვენტუსის" გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჭყლეტის გამო 1000-მდე ადამიანი დაშავდა

ტურინში, სან-კარლოს მოედანზე მომხდარი ჭყლეტის გამო 1000-მდე ადამიანი დაშავდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გულშემატკივრები ფან-ზონაში, კარდიფში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, "იუვენტუსი" – "მადრიდის რეალის" დაპირისპირებას დიდ ეკრანზე უყურებდნენ.

ადგილზე ტურინის "იუვენტუსის" დაახლოებით 30 ათასამდე გულშემატკივარი იყო შეკრებილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე პიროტექნიკა აფეთქდა. ადგილზე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ტერაქტის შესახებ, რამაც შეკრებილებში პანიკა და შემდეგ ჭყლეტა გამოიწვია.

დაშავებულთაგან 7 მძიმე მდგომარეობაშია, აქედან ერთი 7 წლის ბიჭია.

myquiz