ხვალ ფრანსუა ოლანდი ემანუელ მაკრონს ხელისუფლებას გადააბარებს | Allnews.Ge

ხვალ ფრანსუა ოლანდი ემანუელ მაკრონს ხელისუფლებას გადააბარებს

ხვალ, საფრანგეთში, ელისეს სასახლეში, მოქმედ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ხელისუფლების გადაცემის ცერემონია გაიმართება.

ფრანსუა ოლანდი ახლად არჩეულ პრეზიდენტს ელისეს სასახლეში დახვდება. პროტოკოლის თანახმად, ისინი კაბინეტში გამართავენ შეხვედრას, სადაც ფრანსუა ოლანდი ემანუელ მაკრონს სახელმწიფო საიდუმლოებებსა და ბირთვული შეიარაღების კოდებს გადასცემს.

ხელისუფლების გადაცემის ცერემონია ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.

7 მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა და საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა.

myquiz