ვენესუელაში საპროტესტო აქციის დროს დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

ვენესუელაში საპროტესტო აქციის დროს დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

ვენესუელაში საპროტესტო აქციის დროს დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ზულიას შტატში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, რასაც 20 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. მამაკაცს შეტაკების დროს ესროლეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვენესუელაში ანტისამთავრობო აქციები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში 717-მა ადამიანმა სხვდასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, 152 დემონსტრანტი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. დაშავებულებს შორის სამართალდამცველებიც არიან.

myquiz