ჰილარი კლინტონი ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავს | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონი ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავს

"დემოკრატიული პარტიის" ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი მომავალ კვირას ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავს. კლინტონის პოლიტიკური ჯგუფის პროგრამა ძირითადად მიმართული იქნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დღის წესრიგთან დაპირისპირებაზე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Politico წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა იუწყება, უახლოეს დღეებს ჰილარი კლინტონი ვაშინგტონში და ნიუ-იორკში გაატარებს, სადაც მონაწილეობას მიიღებს დონორებთან და პოტენციურ მხარდამჭერებთან შეხვედრებში. ასევე ამ შეხვედრების ფარგლებში ის გეგმავს ახალ პოლიტიკურ ჯგუფში თანამდებობებზე ღირსეული კანდიდატების შერჩევას.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ახალი პოლიტიკური ჯგუფის სახელი "ერთად წინ" (Onward Together) იქნება.

myquiz