მიანმარში წყლის ფესტივალის დროს, 1200 დანაშაული მოხდა და 285 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

მიანმარში წყლის ფესტივალის დროს, 1200 დანაშაული მოხდა და 285 ადამიანი დაიღუპა

მიანმარში წყლის ტრადიციული ფესტივალის ჩატარების პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, 1200 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, - იუწყება გამოცემა India Today.

აღნიშნული დანაშაულების შედეგად 285 ადამიანი დაიღუპა, 1073 დაშავდა. ეს მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში დაფიქსირებული დანაშაულები, როდესაც 967 დანაშაული დაფიქსირდა, რის შედეგადაც 272 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1086 დაშავდა.

ჩადენილ დანაშაულებს შორის ჭარბობს მკვლელობა, საგზაო შემთხვევები, ნარკოტიკების მოხმარება, დაყაჩაღება, ჯგუფური გაუპატიურება.

ტინიანის ტრადიციული წყლის ფესტივალი მიანმარში ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 13-დან 16 აპრილის ჩათვლით. ეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

myquiz