თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა | Allnews.Ge

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ გამართული მასშტაბური დემონსტრაციის პარალელურად, 3-თვინი საგანგებო მდგომარება თურქეთის ვიცე პრემიერმა, ნუმან ქურთუმლუშმა გამოაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად მიიღო.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები.

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა.

მსვლელობა ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოეწყო. ოპოზიციონერი ლიდერები საკონსტიტუციო მმართველობის შეცვლით სიტუაციის არევას და ქვეყნის უკუსვლას პროგნოზირებენ.

ოპოზიცია დემონსტრანტებთან ერთად აქციების გაგრძელებას აანონსებს.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა - "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა 50 %-ზე მეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

myquiz