დორტმუნდის "ბორუსიას" ავტობუსთან სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა | Allnews.Ge

დორტმუნდის "ბორუსიას" ავტობუსთან სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

დორტმუნდში, საფეხბურთო კლუბ "ბორუსიას" ავტობუსის წინ, მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის "ბორუსია" ფრანგულ მონაკოს გუშინ სახლში უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილებით, თამაში აფეთქების გამო დღეისთვის გადაიდო.

myquiz