ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა | Allnews.Ge

ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ტანტაში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" ავრცელებს.

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია. უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზიც.

"ალ-ჯაზრას" ინფორმაციით, ეგვიპტეში მცხოვრები ქრისტიანები ისლამისტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდებიან. დეკემბერში კაიროში მდებარე კოპტურ ეკლესიაში მომხდარ აფეთქებას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.