სომალიში უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, შიმშილით 110-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა | Allnews.Ge

სომალიში უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, შიმშილით 110-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

სომალიში უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში 110-ზე მეტი ადამიანი შიმშილით გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

"რთული ვითარებაა მათთვის, ვინც მეცხოველეობას მისდევს.

შიმშილისა და დიარეისგან ადამიანებიც იტანჯებიან.

უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ბაის რეგიონში 110 ადამიანი გარდაიცვალა", - განაცხადა სომალის პრემიერ-მინისტრმა ჰასან ალი ჰაირემ.

მისი თქმით, ხელისუფლება ხალხის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს. "ამასთანავე, მსურს მოვუწოდო მოსახლეობას, დაეხმაროს სიკვდილის პირას მყოფ სომალელებს", - განაცხადა ქვეყნის მთავრობის მეთაურმა.

გაეროს შეფასებით, სომალის ნახევარკუნძულის, დაახლოებით, 5 მილიონი მცხოვრები შიმშილის მასშტაბების ზრდის პარალელურად დახმარებას საჭიროებს. 2011 წელს სომალიში შიმშილის გამო 260 ათასი დაიღუპა.

myquiz