დონალდ ტრამპის მამა ჯგუფური დაპირისპირების გამო დაკავებული იყო
დონალდ ტრამის მამა, ფრედ ტრამპი კუ-კლუქს-კლანის აჯანყების შემდეგ 1920-იან წლებში დააკავეს. "ნიუ-იორკ თაიმსის" 1927 წლის ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ ნიუ-იორკში 7 ადამიანი აიყვანა, მათ შორის იყო ფრედ ტრამპი. დაკავების მიზეზი ჯგუფური დაპირისპირება გახდა. როგორც გამოცემა წერს, დაპირისპირება სავარაუდოდ კუ-კლუქს-კლანის წევრებსა და იტალიელი ფაშისტების მოძრაობის მხარდამჭერებს შორის მოხდა.
როგორც სტატიაში წერია, უცნობია თუ რა როლი შეასრულა თავად ფრედ ტრამპმა დაპირისპირების დროს, მაგრამ ცნობილია, რომ იგი დაკავებულ 7 მამაკაცთაგან ერთადერთი იყო, რომელიც მოგვიანებით გაამართლეს.
დონალდ ტრამპის მამა დაკავების დროს 21 წლის იქნებოდა.
იგი მოგვიანებით მულტიმილიონერი გახდა და ნიუ-იორკში სამშენებლო ბიზნესი დაიწყო.
გასულ წელს დონალდ ტრამპს ჰკითხეს მამამისის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სიცრუეა. ამასთან, პრეზიდენტი და მისი გუნდი ფრედ ტრამპის შესახებ კუ-კლუქს-კლანის წევრობის შესახებ გავრცელებული მითქმა-მოთქმის ჩახშობას დღემდე ცდილობენ.
წყარო: Independent-ი