ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით რუმინეთში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა | Allnews.Ge

ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით რუმინეთში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა

რუმინეთის ქუჩებში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით ისევ ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბოლო 6 დღის განმავლობაში ჩატარებული საპროტესტო მანიფესტაციები 1989 წლის შემდეგ ყველაზე მასობრივი აღმოჩნდა.

ბუქარესტის ქუჩებში პროტესტის ტალღა არ ცხრება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გააუქმა სკანდალური განკარგულება, რომელიც კორუფციაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული პირების ამნისტიას ითვალისწინებდა.

myquiz