ლუვრის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცზე თავდასხმა მოხდა | Allnews.Ge

ლუვრის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცზე თავდასხმა მოხდა

პარიზის პოლიციის უფროსის განცხადებით, ლუვრის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცზე თავდამსხმელი "ალაჰ აქბარს" ყვიროდა.

საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, განაღმვითი სამსახურის წარმომადგენლებმა თავდამსხმელის ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს.

პარიზში, ლუვრის მუზეუმთან ჯარისკაცზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ჯარისკაცმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი დაშავებულია, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ჯარისკაცი.

ლუვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი ევაკუირებულია, მეტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა.