იტალიაში "ნუტელა" აკრძალეს | Allnews.Ge

იტალიაში "ნუტელა" აკრძალეს

იტალიის რამდენიმე მსხვილმა სავაჭრო ცენტრმა "ნუტელა" გაყიდვიდან ამოიღო. ამის მიზეზი ტკბილეულის გარშემო ატეხილი სკანდალი გახდა. გავრცელებული ცნობით, ნუტელას დამზადებისას გამოყენებული პალმის ზეთი დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებებსა და კარცენოგენებს შეიცავს, რაც კიბოს იწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ პალმის ზეთი მთელ რიგ სხვა ტკბილეულშიც არის აღმოჩენილი, მათ შორის Cadbury-ის ნაწარმში, კრიტიკის მთავარი სამიზნე მაინც ნუტელა რჩება.

Ferrero-მ ბრალდება ოფიციალურად უარყო და განმარტა, რომ ბრალდების მიუხედევად, პროდუქტში ამ კომპონენტის შენარჩუნება ხარისხით არის განპირობებული და არა ფინანსური ინტერესებით. კომპანიის თქმით, პალმის ზეთი, ნაწარმის ამჟამინდელი ტექსტურის მისაღებად არის აუცილებელი, რაც ზეთის სხვა სახეობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება.

myquiz