აფრიკელმა გოგონებმა ხელოვნური თანამგზავრი შექმნეს | Allnews.Ge

აფრიკელმა გოგონებმა ხელოვნური თანამგზავრი შექმნეს

17 წლის ბრიტანის და 16 წლის სეზამს დიდი ამბიციები აქვთ - აფრიკის პირველი ხელოვნური თანამგზავრის სივრცეში გაშვება.

ისინი სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში ცხოვრობენ და იმ გუნდის წევრები არიან, რომელთაც სატელიტის გასაშვები მოედანი მოაწყეს.

გაშვების შემთხვევაში, ხელოვნური თანამგზავრი აფრიკის გარშემო ორბიტაზე იტრიალებს და მისი სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და საკვების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს.

აღნიშნული გუნდის, Pelican Park-ის ინფორმაციით, თანამგზავრის მეშვეობით, როგორც კონტინენტის პრობლემების განსაზღვრა, ისე წინასწარმეტყველება იქნება შესაძლებელი.

გოგონები, რომლებიც ხელოვნური თანამგზავრის მომზადებაში იყვნენ ჩართულები, კეიპის ნახევარკუნძულის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობდნენ.

სატელიტის გაშვება 2017 წლის მაისში იგეგმება. მას კერძო კომპანია MEDO მოამზადებს, - "ჩვენ ამ წამოწყებისგან კარგ სიგნალს ველოდებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მონაცემები მუდმივ რეჟიმში მივიღოთ," - ამბობენ გოგონები.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

myquiz