ჩინეთში დონალდ ტრამპს მიმსგავსებული მამლის ფიგურა დადგეს | Allnews.Ge

ჩინეთში დონალდ ტრამპს მიმსგავსებული მამლის ფიგურა დადგეს

ჩინეთში, შანხაის პროვინციაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ მამლის ფორმის უზარმაზარი კვერცხი დაამონტაჟეს. მამლის წლის პატივსაცემად დამონტაჟებულ ფიგურას ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის გარეგნობა აქვს, რომლის ამოცნობა სახასიათო თმის ვარცხნილობასა და ხელების ჟესტიკულაციis მეშვეობით შეიძლება. სწორედ ეს ორი დეტალი გახდა დიზაინერის შთაგონება.

სუპერმარკეტის მენეჯერმა განაცხადა, რომ მოლში, სულ მალე, მსგავსი პატარა ფიგურები გაიყიდება. დონალდ ტრამპს მიმსგავსებული კვერცხისფორმის მამლის ფოტო- და ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში სწრაფად გავრცელდა და უკვე პოპულარობის მოპოვებაც მოასწრო.

შეგახსენებთ, რომ ჩინური კალენდრით ახალი წელი 28 იანვარს აღინიშნება, ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ.

myquiz