Ту-154-ის კატასტროფის ძირითადი ვერსია გახდა ცნობილი | Allnews.Ge

Ту-154-ის კატასტროფის ძირითადი ვერსია გახდა ცნობილი

Ту-154-ის კატასტროფის გამოძიების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოკოლოვმა განაცხადა, რომ კატასტროფის მთავარ ვერსიად ტერორისტული აქტი არ განიხილება.

როგორც სოკოლოვმა აღნიშნა, კატასტროფის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო "თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობა ან პილოტირების შეცდომა".

მისი თქმით, ექსპერტები და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყველა მიზეზს აანალიზებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა, რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა გუშინ განიცადა.

თვითმფრინავის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა.

სამხედროების გარდა თვითმფრინავში იყვნენ ცეკვის და სიმღერის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი. ისინი სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მილოცვას აპირებდნენ.

myquiz