გერმანიის პოლიციამ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა | Allnews.Ge

გერმანიის პოლიციამ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა

გერმანიის პოლიციამ გუშინ ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ შემთხვევას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა, - იუწყება BBC.

სატვირთო მანქანის მძღოლი, როგორც იუწყებიან წარმოშობით პაკისტანელია, რომელიც გერმანიაში შარშან ჩავიდა და თავშესაფარის მიღება სურდა, ამჟამად იგი პოლიციის მიერ იკითხება.

როგორც გერმანული მედია იუწყება, პოლიციას არ გააჩნია ინფორმაცია დაკავებულის კავშირებზე ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

გუშინ, ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.

myquiz