ანკარაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც აშშ-ს საელჩოსთან გაისროლა | Allnews.Ge

ანკარაში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც აშშ-ს საელჩოსთან გაისროლა

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ანკარაში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიის მიმდებარედ რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, - იუწყება BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, ვინმე საჰინ ს., მიუახლოვდა აშშ-ის საელჩოს, ქურთუკიდან იარაღი გამოიღო და ჰაერში 8-9 გასროლა განახორციელა.

მოგვიანებით მამაკაცი დააკავეს, საელჩოს მიმდებარედ უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული, მიმდინარეობს გამოძიება.

გუშინ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე "რუსეთი თურქების თვალით" სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

myquiz