ბარაკ ობამა - სირიის მოვლენების მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ | Allnews.Ge

ბარაკ ობამა - სირიის მოვლენების მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ

ბარაკ ობამამ თავის უკანასკნელ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ სირიის სისხლისღვრის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს და მისმა ადმინისტრაციამ "ყველანაირი არჩევანი გააკეთა, რომ ეს ძალადობა შეჩერებულიყო."

შეკითხვაზე, გრძნობს, თუ არა პასუხისმგებლობას აღნიშნული ხოცვა-ჟლეტის მიმართ, მან აღნიშნა, რომ "მორალურ პასუხისმგებლობას ყოველთვის განიცდის,"  სირიის ქალაქ ალეპოში სამოქალაქო ომი ადრეულ ეტაპზე შეჩერება რომ ვერ შეძლო.

"პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როდესაც სნაიპერები ბავშვებს ესვრიან, როდესაც მილიონობით ადამიანი საცხოვრებელს ტოვებს. მსოფლიოში რამდენიმე ადგილია, სადაც საშინელებები ხდება და ამ მოვლენების მიმართ პასუხისმგებლობა მაქვს. ყოველდღიურად ვეკითხები საკუთარ თავს, შემიძლია, თუ არა რაიმე ისეთის გაკეთება, რაც ალეპოში არსებულ მდგომარეობას შეცვლის და ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში არ ყოფილა არცერთი წუთი, როცა მე ამის მიმართ პასუხისმგებლობა არ განმიცდია.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა მრჩევლებმა სირიასთან დაკავშირებულ შეხვედრებზე დღეები და კვირები გაატარეს, რათა სამოქალაქო ომი შეეჩერებინათ, -"ყველაფერი გავაკეთე, რათა ეს სამოქალაქო ომი შემეჩერებინა, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ვიცავდი. სამოქალაქო ომის შეჩერება მარტივი არ იყო. ახლა ყველაზე პრიორიტეტული ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციაა," - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სირიაში უსაფრთხო ჰუმანიტარული ზონების შექმნაში დონალდ ტრამპს აუცილებლად დაუჭერს.

myquiz