აგვისტოს ომამდე საქართველოში გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებისთვის რუსეთში ორი პირი დააკავეს | Allnews.Ge

აგვისტოს ომამდე საქართველოში გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებისთვის რუსეთში ორი პირი დააკავეს

რუსეთის მოქალაქეს, ოქსანა სევასტიდის სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

სისხლის სამართლის დევნის მიზეზად 2008 წელს მის მიერ განხორციელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები გახდა, რომელიც მან საქართველოსთან ომამდე ცოტა ხნით ადრე გააგზავნა. მან თავის ქართველ მეგობარს მისწერა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.

კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ოქსანა სავასტიდისთვის განაჩენი 2016 წლის მარტში გამოიტანა, მაგრამ დღემდე ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს სოჭის მკვიდრი ეკატერინე ხარებავაც გაასამართლეს, რომელმაც ასევე დაინახა აფხაზეთისკენ მიმავალი იარაღით დატვირთული მატარებელი და ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება ასევე თავის ქართველ მეგობარს გაუგზავნა. ჯაშუშობის ბრალდებით კრასნოდარის საოლქო სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რადგან ჩათვალა, რომ ხარებავამ სახელმწიფო საიდუმლო გაამჟღავნა.

 

myquiz