ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა ერთი მილიონი ხმით უსწრებს | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა ერთი მილიონი ხმით უსწრებს

აშშ-ის რიგ შტატებში ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა 1 მილიონი ხმით უსწრებს, - წერს გამოცემა Politico.

წინასწარი მონაცემებით, კლინტონს მხარი 61,963,234 ამომრჩეველმა დაუჭირა, ხოლო დონალდ ტრამპს 60,961,185 ამომრჩეველმა.

გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიაში, იუტასა და ვაშინგტონში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 290 ხმა მიიღო, ხოლო ჰილარი კლინტონმა 232. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის საკმარისი იყო ამომრჩეველთა კოლეგიის წარმომადგენელთა 270 ხმის მიღება.

myquiz