ჰილარი კლინტონმა თავის წარუმატებლობაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი დაადანაშაულა | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონმა თავის წარუმატებლობაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი დაადანაშაულა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა წარუმატებლობაში გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჯეიმს კომა დაადანაშაულა.

ფინანსურ დონორებთან ტელეკომუნიკაციის დროს, კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე 11 დღით ადრე კონგრესისთვის ინფორმაციის მიწოდებამ, რომ მის წინააღმდეგ ხელახალი გამოძიება ინიშნებოდა, პრესაში არასასურველი რეზონანსი გამოიწვია და, საბოლოო ჯამში, ყოფილ სახელმწიფო მდივანს წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

კლინტონის ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით სკანდალი გასული წლის მარტიდან დაიწყო.

myquiz