ბარაქ ობამამ დაჯგუფების "ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ის ყველა ლიდერის ლიკვიდირების ბრძანება გასცა | Allnews.Ge

ბარაქ ობამამ დაჯგუფების "ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ის ყველა ლიდერის ლიკვიდირების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სირიაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანი დაჯგუფების, "ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ის ყველა ლიდერის ლიკვიდირების ბრძანება გასცა.

ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

დაჯგუფება "ჯაბჰათ ფათჰ აშ-შამ"-ი მანამდე ცნობილი იყო, როგორც "ჯაბჰათ ან-ნუსრა" და სირიაში ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ფილიალი იყო.

როგორც Washington Post-ი აღნიშნავს, თეთრ სახლში შიშობენ, რომ რადიკალები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ახალ ბაზებს გახსნიან, რომელსაც ევროპასა და აშშ-ში ტერორისტული აქტების მოსამზადებლად გამოიყენებენ.

როგორც მოსალოდნელია, დაჯგუფების ლიდერების ლიკვიდირება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდება.

myquiz