ობამა ტრამპს - როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება | Allnews.Ge

ობამა ტრამპს - როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება

თეთრ სახლში ბარაქ ობამასა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა. საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბარაქ ობამასთან შეხვედრისას უამრავ თემაზე ისაუბრეს, მათ შორის სასიამოვნოზე და არსებულ სირთულეებზე.

მისივე თქმით, ობამამ მას არსებული მიღწევები გააცნო, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპის განცხადებით, ის ბარაქ ობამასთან მომავალ შეხვედრებსაც ელოდება.

"ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გახდეთ წარმატებული, რადგან როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება", - განუცხადა თავის მხრივ ტრამპს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეხვედრის ბოლოს.

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტისა და არჩეული პრეზიდენტის შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში შედგა, რომლის დასრულების შემდეგ მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

მოქმედი და არჩეული პრეზიდენტების შეხვედრას ამერიკაში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. აღსანიშნავია, რომ ბარაქ ობამამ გუშინ ფოტოს გადაღების ცერემონია გადადო, რომელიც თეთრი სახლის ეზოში იმართება ხოლმე. ვიდრე პრეზიდენტები საუბრობდნენ, პირველმა ლედიმ მომავალ პირველ ლედის თეთრი სახლი დაათვალიერებინა.

myquiz