კლინტონს უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე ტრამპს | Allnews.Ge

კლინტონს უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე ტრამპს

მას შემდეგ, რაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია, კოლეგიის 290 ხმა დონალდ ტრამპს, ხოლო 232 ჰილარი კლინტონს, შესაბამისად, გამარჯვებულად რესპუბლიკელი კანდიდატი გამოცხადდა.

მიუხედავად იმისა, რომ კოლეგიამ, რომელზეც პრეზიდენტის არჩევაა დამოკიდებული, მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი ხმათა რაოდენობის მიხედვით კლინტონს დაუჭირა. კერძოდ, კლინტონმა 59 595 319 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი - 59 370 534.

ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის მიხედვით, კოლეგია თითოეული შტატის ამომრჩეველთა უმრავლესობის ნებას გამოხატავს. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი უკვე მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც კოლეგიამ და მოსახლეობამ განსხვავებული არჩევანი გააკეთეს.

myquiz