ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია | Allnews.Ge

ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია

ბოლო პროგნოზებით, ამ დროისთვის აშშ-ის 40-ზე მეტ შტატში ხმები დათვლილია. ამერიკული პრესის ცნობით, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, თუმცა, მის მთავარ მეტოქეს ჰილარი კლინტონს გამარჯვების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

ჰილარი კლინტონს ამისთვის სჭირდება გამარჯვება ისეთ საკვანძო შტატებში, როგორიცაა მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი.

აშშ-ში რიგით 45-ე პრეზიდენტის ვინაობა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. პირველად ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტი შესაძლოა, ქალი გახდეს.

როგორც ტელეკომპანია "ბიბისი" აღნიშნავს, წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა ორივე კანდიდატისადმი უნდობლობის მაღალი დონით.

როგორც გუშინ, კვლევითი ცენტრი Gallup-ი იტყობინებოდა, ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი 1956 წლის შემდეგ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტობის კანდიდატები არიან.

myquiz