პირდაპირი ეთერი აშშ-ის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან | Allnews.Ge

პირდაპირი ეთერი აშშ-ის ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან

აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებში საარჩევნო უბნები გაიხსნა - ამომრჩევლის ნაწილმა თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ამერიკული პრესის ცნობით, საარჩევნო უბანზე მივიდა დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ტიმ კეინიც. მან არჩევანი ვირჯინიის შტატში გააკეთა.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნები გახსნილია კონექტიკუტში, აღმოსავლეთ კენტუკიში, ნიუ ჰემფშირში, ნიუ იორკში, ნიუ ჯერსისა და ვირჯინიაში.

უკვე ცნობილია ნიუ ჰემფშირის სამ დასახლებულ პუნქტში ჩატარებული ხმის მიცემის პროცედურის შედეგები, რომლის მიხედვით, ამომრჩევლის უმრავლესობამ დონალდ ტრამპს მისცა ხმა.

myquiz