Reuters - ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი 90%-ია | Allnews.Ge

Reuters - ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსი 90%-ია

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი 90%-ს შეადგენს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს, რომელმაც სოციოლოგიურ კომპანია Ipsos-თან ერთად ახალი კვლევა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინტონის გამარჯვების შანსი თითქმის არ შეცვლილა. დონალდ ტრამპის გამარჯვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის 6 ან 7 შტატში მცხოვრები თეთრკანიანი, ფერადკანიანი და ესპანურენოვანი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას რადიკალურად შეცვლის და ტრამპს მისცემს ხმას.

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, კლინტონისთვის ხმის მისაცემად მზად არის ამომრჩევლის 45%, ტრამპისთვის კი - 42%. არსებული პროგნოზით, კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 303 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 235-ს. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდება.

myquiz