რა მოხდება თუ აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს | Allnews.Ge

რა მოხდება თუ აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს

ურთიერთბრალდებებით, აქციებით, ინტრიგებით, დაპირისპირებითა და ბევრი კითხვის ნიშნით გაჯერებული წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა დღეს თავის ლოგიკურ არჩევანს გააკეთებს.

თუმცა, ერთი კითხვა ჯერ კიდევ ღიად რჩება. რა მოხდება თუ თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი გახდება და ყველა იმ დანაპირების შესრულებას შეუდგება, რომლებზეც უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში აქტიურად საუბრობდა.

მუსლიმთა მიგრაციის აკრძალვა, საზღვრების მკაცრი კონტროლი და მექსიკასთან გადაულახავი კედლის მშენებლობა, რუსეთთან მეგობრობის სურვილი და პუტინთან არსებული "ფლირტი" კონტინენტს მიღმა, კრიტიკა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიმართ და კარჩაკეტილობის პოლიტიკის გატარების სურვილი. შეცვლის თუ არა ამერიკელი მილიარდერი არსებულ გლობალურ პოლიტიკურ რეალობას და რა ადგილს დაიკავებს საქართველო აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.

US election 2016 result: Trump beats Clinton to take White House

"ძალიან კარგი ვითარება იქნება"- ასე პასუხობს ALLNEWS.GE-ის მიერ დასმულ შეკითხვას ამერიკანისტიკის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა.

კაჭარავა მიიჩნევს, რომ აშშ-ის პირველ პირად ტრამპის არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას საშიშროება არ ემუქრება და მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები ხშირ შემთხვევაში შავი პიარი, ზოგჯერ კი ჟურნალისტური კლიშეების ბრალია.

"არაფერი უსაშველო არ მოხდება. ეს არის წინასაარჩევნო კამპანია.

ტრამპი არ არის ისეთი კაცი, რომ რამე საშინელება გააკეთოს.

დემოკრატიული პარტია საარჩევნო ბრძოლაშია და ყველა მეთოდს იყენებს ისევე, როგორც რესპუბლიკური პარტია. ბრალდებები, რომ ტრამპი რაღაც საშინელებებს დაატრიალებს და ამერიკას კატასტროფა ემუქრება, წინასაარჩევნო შავი პიარია. პოლიტკორექტულობის პოზიციიდან, მედია ხშირად აბრალებს ტრამპს რომ ის სექსისტი, რასისტი, ანტისემიტისტი და ავანტიურისტია, მაგრამ ეს რომ სიმართლე იყოს ნახევარი ამერიკა მას მხარს არ დაუჭერდა, მათ შორის აფროამერკელები და იგივე მექსიკელები"- განმარტა ვასილ კაჭარავამ.

Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან

ამავდროულად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი რჩება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს კარჩაკეტილი პოლიტიკის წარმოება სურს, რაც თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, ტერორიზმთან ბრძოლზე, საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტებსა და ზოგადად ძალთა ბალანსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი გვარწმუნებს, რომ 9 ნოემბრის შემდეგ, თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკას ცვლილებები არ შეეხება.

"ძალიან კარგია, რომ აშშ-ში არ იცვლება შეხედულება საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში. საგარეო პოლიტიკა იქნება იგივე.

ჩვენ კარგად ვიცით ის გამოწვევები რაც საქართველოს აქვს რუსეთიდან გამომდინარე.

შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის გადახედვა არ მოხდება ამ კუთხით. ჩვენ ყველანი ველოდებით 9 ნოემბერს და არჩევნების შედეგებს"-განაცხადა იან კელიმ.

დონალდ ტრამპი - არა მგონია, პუტინი ოდნავ მაინც სცემდეს პატივს ჰილარი კლინტონს, მე კი მას მოვწონვარ

ამერიკელი მილიარდერის განცხადებებს ნაკლებად ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე. მისი თქმით, ტრამპის განცხადებები საკმაოდ შემაშფოთებელია, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც კრემლსა და მის ლიდერს ვლადიმერ პუტინს უკავშირდება.

"შემაშფოთებელია ის რიტორიკა და მიდგომები, რომლესაც რუსეთის მიმართებით აჟღერებს. აშშ-ისთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ მას საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხსა და უსაფრთხოების შენარჩუნების პროცესში ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ის ყოველთვის იყო საერთაშორისო სტაბილურობის მხარდამჭერი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში წესების დაცვის გარანტი, ამიტომ ამ ჭრილში ტრამპის განცხადებები ბუნებრვია უკიდურესად შემაშფოთებელია"- განაცხადა დავით სიხარულიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, ვასილ კაჭარავა მიიჩნევს, რომ რესპუბლიკურ პარტიას დრო სჭირდება საგარეო ურთიერთობების კონკრეტული გეგმის შესადგენად.

ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე გახმაურებული განცხადებები

"შემდგომში პუტინთან ურთიერთობის ასპექტში, სავარაუდოდ, ჩვენი ქვეყანაც განიხილება. მართლაც საინტერესოა რა პოზიციას დავიკავებთ, ამერიკამ უზარმაზარი რესურსი ჩადო საქართველოში და ის რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის ერთ ერთი უმთავრესი მოკავშირეა, ეს რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ტრამპის პოლიტიკაზეც. მე რატომღაც მგონია, რომ ეს ურთიერთობა დასუსტების ნაცვლად, კიდევ უფრო გაიზრდება"- განაცხადა ვასილ კაჭარავამ.

დონალდ ჯონ ტრამპის კრიტიკის მთავარი საგანი ახლო არმოსავლეთი და მშვიდობის აღდგენის მიზნით, ამ ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნებში ინტერვენციის ფაქტები არაერთხელ გამხდარა. რომელ სცენარს აირჩევს ამერიკა 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე დოლარი დაეცა, ოქრო გაძვირდა

სალომე აბულაშვილი

myquiz